logo
ENG



ავღანეთში რუსეთის ელჩის თქმით, თალიბანთან "პოზიტიური და კონსტრუქციული" შეხვედრა ჰქონდა

17 აგვ 202120:41
3 წუთის საკითხავი
 
ავღანეთში რუსეთის ელჩის თქმით, თალიბანთან "პოზიტიური და კონსტრუქციული" შეხვედრა ჰქონდა

ავღანეთში რუსეთის ელჩი, დმიტრი ჟირნოვი ამბობს, რომ თალიბანის წარმომადგენლებთან "პოზიტიური და კონსტრუქციული" შეხვედრა გამართა.

"ქალაქში თალიბანის წარმომავლობის უმაღლესი პირები იყვნენ. შეხვედრა პოზიტიური და კონსტრუქციული იყო. თალიბანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მეგობრულად და საუკეთესო დამოკიდებულება აქვთ რუსეთის მიმართ. მათ საელჩოს უსაფრთხოების გარანტიები დაადასტურეს", - განაცხადა ჟირნოვმა და დაამატა, რომ საელჩო ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას.

მისივე თქმით, შეხვედრა ტექნიკური სახის იყო და თალიბანის წარმომადგენელმა ითხოვეს, მათი ვინაობა არ გაემხილათ.

თალიბანის იმერ ავღანეთზე კონტროლის დამყარების შემდეგ რუსეთმა განაცხადა, რომ მათი საელჩო ქაბულში მუშაობას აგრძელებდა. ამავე დროს, საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ თალიბანის ხლეისუფლების აღიარებას ჯერ არ ჩქარობენ ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო. 


close დახურვა